რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "სახელმწიფოს წინაშე დამსახურებებისთვის" პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი ორდენით დააჯილდოვა.
ვლადიმირ სოლოვიოვი რუსული პროპაგანდისტული მანქანის გამორჩეული სახეა. იგი ამართლებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ყირიმის ანექსიასა და ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპაციას. ევროკავშირმა სოლოვიოვი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა და საზღვარგარეთ აქტივები გაუყინა.